18 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
არავის არ უთქვამს, უგულავა და ოქრუაშვილი უდანაშაულოები არიან, ადამიანის სიცოცხლის წართმევა და წამება მათ დროს იყო თუ იყო - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ "დღის კურიერის " ეთერში პოლიტპატიმრების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის უდანაშაულობაზე არავინ საუბრობს, მეტიც,  მათ თვითონვე არ უსაუბრიათ თავის უდანაშაულობაზე და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

"გადავხედოთ რეალურ სიტუაციას, არავის არ უთქვამს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები. თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა ღია ეთერში, მაგრამ რეალურად, არც სასამართლოს გაუმართლებია და მითუმეტეს ჩვენ. მაგათ რა უნდათ იცით? აი მოვითხოვეთ და გამოუშვეს და აღიარეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს. ადამიანის სიცოცხლის წართმევა და წამება მათ დროს იყო თუ იყო, ქუჩაში გინდა და გინდაც საპყრობილეში. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და იქ, რაღაც გვარებს რომ ასახელებენ. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, თორემ თვითონაც კარგად იციან, რომ სამართლებრივად სწორები არ არიან," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები