დეპუტატი გია ჟორჟოლიანის ინიციატივას, რომელიც წინასაარჩევნოდ ფასიანი რეკლამის აკრძალვას უკავშირდება, ეწინააღმდეგება არასაპარლამენტო ოპოზიციაც, მათი განცხადებით, ამას ხელისუფლება ოპოზიციის შესაზღუდად გამოიყენებს.
"ვიღაცამ არ უნდა თქვას, რომ მაინცდამაინც ეს დრო უნდა იმყოფინოთ ყველამ. ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეთანხმება, რაც შეეხება საეთერო დროს, მე მომხრე ვარ იმის, რომ პატარა პარტიებსაც და ყველა პარტიას, მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობისა, ყველას ქონდეს თანაბარი რესურსი. მაგრამ პოლიტიკური რეკლამის ასეთი მოჭრილი შეზღუდვა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
ინიციატივას აბსურდულს უწოდებენ პარტია "გირჩშიც"
"მთავარი იქნება ის, რომ ხელისუფლებას ყოველთვის ექნება საშუალება გაარეკლამოს მისი "გაკეთებული საქმეები" , სხვადასხვა ფორმით თავის ტელევიზიებში, ხოლო ამას შერჩევითად გამოიყენებენ პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ და მათ სარეკლამო მასალას რასაც უნდათ ჩახსნიან, რასაც უნდა გაუშვებენ. ხელისუფლება გამოიყენებს საბოლოო ჯამში, ის ვისაც ძალაუფლება აქვს, ახლა ეს ხელისუფლება, რომ შეიცვლება მერე სხვა ხელისუფლებები, ამიტომ არის აბსურდი თავისი შინაარსით. ადამიანს ქონდეს ფული, ქონდეს მიზანი და ამ ფულის ამ მიზნისთვის დახარჯვა ავუკრძალოთ," - განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ.