18 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ათეულებს და კიდევ უფრო ზევით შემადგენლობას განსაზღვრავს ჩვენი მთავარსარდალი, ამ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე - ირაკლი ღარიბაშვილი

იქნებიან თუ არა ახალი სახეები "ქართული ოცნების" გუნდში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ამ თემაზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის პოლიტიკური მდივანი, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. წამყვანის კითხვაზე, ის როგორც თავდაცვის მინისტრი ვის მოიაზრებს პარტიის ათეულში, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამას განსაზღვრავს პარტიის მთავარსარდალი:

"ათეულებს და კიდევ უფრო ზევით შემადგენლობას განსაზღვრავს ჩვენი მთავარსარდალი ამ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში,  ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

"ალბათ ნაადრევია ამაზე ფიქრი და ლაპარაკი, მით უმეტეს, მე ვარ აბსოლუტურად კონცენტრირებული ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე და იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ჩვენ ჯარისკაცებს, სხვა დანარჩენებზე მე არ ვფიქრობ, ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობს ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელი-პარტიის თავმჯდომარე, მე ვარ რიგითი ჯარისკაცი და ვადასტურებ ჩემი საქმით, რომ ჩემთვის თანამდებობას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები