18 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
თაკო ჩარკვიანი პრემიერის კანდიდატურის შესარჩევად ოპოზიციაში პრაიმერიზის ჩატარების ინიციატივით გამოდის

მას შემდეგ, რაც მის მიერ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას, კრიტიკა მოჰყვა, პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი პრემიერის კანდიდატურის შესარჩევად პრაიმერიზის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" განაცხადა.  

"ვთქვი, რომ ამაზე დავსხდეთ და ვისაუბროთ პრაიმერზე, ბევრჯერ მოვისმინე "ევროპული საქართველოსგან," ვინ ვინ და ევროპულმა საქართველომ ზუსტად გამოიცნო, რაოდენ საინტერესო და პრაგმატული კანდიდატი დავასახელე და რაოდენ დროულად. მესმოდა რომ დრო არ არის, ზუსტადაც, გავთვალე და ეს დრო მქონდა ამორჩეული. როგორც ყველა ამბობს, რომ შემდეგ ეკლექტური საკანონმდებლო ორგანო გვექნებაო, ეკლექტურ საკანონმდელო ორგანოს, რომელშიც ერთმანეთის ჯიბრზე რაღაცების გადაწყვეტას აპირებენ, მათ ავარჩევინოთ კვლავ მხოლოდ პრემიერი და საჭე ვანდოთ? ხალხი არ უნდა იყოს ჩართული? ამიტომ ახლა დავიწყოთ ამაზე საუბარი, წინ რამოდენიმე ხანია, კარგად უნდა ვნახოთ ყველაფერი, გავშიფროთ. ეს ის ვაშაძეა, გუშინდელი ჩვენი მეგობარი და ჩხარტიშვილი გუშინაც მისი ცოლის ნათესავი იყო, ასე რომ უხერხულია," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები