"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წამოყენებას არ ეთანხმება. გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ეს გიორგი ვაშაძესა და თაკო ჩარკვიანს შორის ერთობლივად შეთანხმებული ნაბიჯი იყო.
ბარამიძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრად წარგდენისთვის საკმარისი ნდობა არ არსებობს.
"გიორგი ვაშაძე უდავოდ ძალიან ენერგიული, ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ღებულობდა უშუალო მონაწილეობას მაგალითად ჩვენი ხელისუფლების დროს, იუსტიციის სახლების პროექტში. ბევრს ჰქონია, რომ მარტო გიორგიმ გააკეთა, სინამდვილეში ზურაბ ადეიშვილმა გააკეთა. სამწუხაროა, რომ გიორგი ამას არ ახსენებს. მაგრამ ეს სხვა საკითხია. ნდობის ამბავია. პარტნიორთან ნდობის ხარისხი ერთია და ჩვენ ვინ წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი ყველას ერთად პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს იმისადმი ნდობის ხარისხი არის მაღლა.
იქიდან გამომდინარე, რომ გიორგიმ 2016 წელს ჯერ გარკვეული პერიოდი ჩვენთან იბრძოლა და ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ ვიყავით ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან და ძალიან კრიტიკულ მომენტში დაგვტოვა, ბუნებრივია, ამან მისდამი ნდობა დაგვაკარგვინა. შემდეგ ისევ დავახლოვდით, რაც ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ძალიან სასურველად მიგვაჩნია, იმიტომ რომ არ უნდა შევხედოთ ძველ წყენებს, ძველ პრობლემებს და ეს არაერთხელ დეკლარირებულად გვითქვამს, ჩვენს ლიდერს მიხეილ სააკაშვილსაც და თითოეულ ჩვენგანს, რომ გადავდოთ გვერდზე ეს ამბები.
ნდობის ნაკლებობა გვაქვს ამ ეტაპზე. მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან გული დაგვწყდა, რომ ქალბატონი თაკო, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, გიორგისთან შეთანხმებით და სულელი არავინ არ არის, არავინ არ იფიქრებს, რომ გიორგისთან შეთანხმებული არ იყო, პრაქტიკულად კამპანია აწარმოა ნაციონალური მოძრობის ზურგს უკან. ქალბატონ თაკოს თავისი უფლება აქვს, რაც უნდა ის თქვას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში, თანამდებობის გადანაწილებაზე ფიქრი უადგილოა.
"ახლა საერთოდ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე თანამდებობზე ლაპარაკი, როდესაც ამ პანდემიის გამო სახლში გამოკეტილი ხალხი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.