18 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
წარმატების ფორმულა მდგომარეობს ერთობაში, რაც გამარჯვებას განაპირობებს - ირაკლი ოქრუაშვილი

ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს - იქნება თუ არა კონსესუსი საერთო მაჟორიტარებზე, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია. კეთდება პროგნოზი, რომ მინიმუმ - თბილისში არსებულ 8 ოლქში პარტიების ნაწილი შეთანხმებას შეძლებს. მეორე ნაწილმა კი უკვე თქვა, რომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატებით წარსდგება.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, "წარმატების ფორმულა სწორედ ერთობაში მდგომარეობს" და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ იქნება თუ არა სადმე სიით წარდგენილი.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, თუ ოპოზიციას სურს, მიზანს - ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას მიაღწიოს, გარკვეული კომპრომისები უნდა გამონახოს.

"წარმატების ფორმულა მდგომარეობს ერთობაში. ერთობა განაპირობებს გამარჯვებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით ჩვენ ამ მიზნიდან გამომდინარე იმაზე, თუ სად გვეყოლება საერთო კანდიდატები, ან - სად არა.

დიდი ალბათობით, თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ და ხელისუფლება შევცვალოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისზე და დიდ ქალაქებზე. მგონია, რომ ეს შეთანხმება მიღწევადია. არ არის ჩემთვის აუცილებელი, დავუშვათ, მე სადმე ვიქნები თუ არა - ერთად ვიქნებით თუ არა, ეს არის ჩემთვის აუცილებელი.

თუ გვინდა, რომ მიზანს მივაღწიოთ და მიზანი, ამ შემთხვევაში, ჩემთვის და სხვებისთვის არის ხელისუფლების შეცვლა, ივანიშვილის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვება, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, გარკვეული კომპრომისი გამოვნახოთ," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დღის ამბები