ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეყვანას გეგმავს - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდგომ განაცხადა.
საუბრისას ცნობილი გახდა, რომ სამოგზაუროდ საზღვრების გახსნა ივნისის ბოლოს იგეგმება. უკვე გაიმართა დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. ასევე იგეგმება მინისტრის სატელეფონო საუბარი ბერძენ კოლეგასთან, საუბრის მთავარი თემა ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით ე.წ. უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით ტურისტების მასპინძლობა იქნება.