საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 801-ს შეადგენს.
stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საქართველოში კორონავირუსი უკვე 644-მა პაციენტმა დაამარცხა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2,424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.