სოფელ ყაურმის მცხოვრები, რომელმაც 14 დღე კარანტინში გაატარა, სახლში გაშვებიდან ორი დღის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდიდან გადაიყვანა.
მამაკაცს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი კოვიდ დადებითი დაფიქსირდა.
მამაკაცმა სოფელ ყაურმაში დაახლოებით ორი დღე დაჰყო, ამ პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მცხოვრებთან.
ამ წუთებში ადგილობრივი ხელისულება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მსჯელობს და მითითებებს თბილისიდან ელოდება. სოფელი ჯერჯერობით იზოლაციაში მოქცეული არ არის.