18 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ქართველი ემიგრანტების დოკუმენტაციაში არსებულ ხარვეზს საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება

ემიგრანტების დოკუმენტაციაში თბილისთან ერთად დაბადების ადგილად რუსეთის მითითების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ინფორმირებულია. ზალკალიანის უწყება, მსგავსი ტიპის პრობლემის მქონე ადამიანებს ადგილობრივი საკონსულოსთვის მიმართვას ურჩევს.

"აღნიშნული დოკუმენტაცია არის შესასწავლი, აუცილებელია ვიცოდეთ იმ ქვეყნის რომელ ორგანოში რა კონკრეტული დანიშნულებით გაიცა ეს დოკუმენტი, იმიტომ, რომ შესაძლოა ადგილი გვქონდეს ბიუროკრატიული წესით დოკუმენტების შევსების წესთან, სადაც უბრალოდ არის ხარვეზი და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც როგორც კი გახდა ცნობილი, დავიწყეთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მივაღწევთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ფრანგულ-იტალიურ მხარესთან,"- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარი ნარჩემაშვილი.

დღის ამბები