18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
შევთანხმდეთ მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე - "ევროპული საქართველო" ოპოზიცურ პარტიებს მიმართავს

შევთანხმდეთ მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე - ეს მოწოდება "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, ცოტა ხნის წინ გააჟღერეს. ადრესატი გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი პარტიები არიან, დღეს ისმოდა კოლეგების მიმართ კრიტიკაც.

ამ ეტაპზე გეგმაა ის, რომ შეთანხმება მოხდეს თბილისის მასშტაბით 8 ოლქზე. აღნიშნულ საკითხზე  "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ოლქების დიდი ნაწილში და პირველ რიგში თბილისში - არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის. ამიტომ, ამას ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. საზოგადოებამ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული პოზიცია მოისმინა, მათ შორის იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ ეტაპზე არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ასევე, ის, რომ პარტიების ნაწილისთვის მეორე ტურში თანამშრომლობა აბსოლუტურად საკმარისია. მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია ამ საკითხში ოპოზიცია ძალიან მკაფიო უნდა იყოს," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები