პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ. სხდომის დაწყებამდე კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია, რადგან ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა.
"მე გუშინ მოვისმინე რამდენიმე განმარტება, რომ გამყარება ხდება იმის გამო, რომ ეკონომიკა ძალიან შემცირდება, მოთხოვნა შემცირდება. ეს აბსოლუტურად არალოგიკურია. არ შეიძლება ეკონომიკას ძალიან ცუდად ჰქონდეს საქმე და მოლოდინები კარგი იყოს, ეს არასწორია. მთავარი პასუხი ამ შემთხვევაში, არის დადებითი მოლოდინი, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ძალიან კარგად გაუმკლავდა პანდემიის შოკს,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, უკვე ერთი საათია პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ მდგრადობას აფერხებს. ერთ-ერთ მიზეზად გვენეტაძე დოლარიზაციას ასახელებს.
ამ წუთებში სხდომა, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებიან, კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.