18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებები ამომრჩეველს აბნევს და გაურკვევლობას იწვევს - ლევან ბეჟაშვილი

ამ ეტაპზე უცნობია ის, თუ რა კონფიგურაციით წარსდგებიან ოპოზიციონერები ამომრჩევლების წინაშე და შეძლებენ თუ არა, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას. პარტია "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ თბილისის 8 ოლქში ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ პირველივე ტურში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით, მათივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ოპოზიცური გაერთიანების შანსები საფრთხის წინაშე დადგეს.

პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით კრიტიკა ისმოდა, რომელიც მათ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხებოდა. 

ყოფილი თანაპარტიელებისა და ახლა უკვე პარტნიორების ერთგვარ ბრალდებებს, "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებები, ამომრჩეველს აბნევს და გაურკვევლობას იწვევს. "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ ლიდერს, არ გაუკეთებია მსგავსი განცხადება. პირიქით, ჩვენს ლიდერებს, ყოველდღიურ შეკრებებზე აქვს იმედი, რომ მოხდება შეთანხმება, განსაკუთრებით კი, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ "ქართულ ოცნებას", რადგან დღეს ამომრჩევლისგან არის დაკვეთა, რომ ვიყოთ ერთიანები,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

 

დღის ამბები