ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხი განიხილა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რის შედეგად საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება.
საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა, - ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასსა და გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან იმსჯელა. მათ ასევე, განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და ერთობლივი სამომავლო პროექტების საკითხები.