18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
გიორგი ახვლედიანს არ სურდა პარტია თავის მართლების რეჟიმში ყოფილიყო და ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერის" ეთერში გიორგი ახვლედიანის პარტიიდან წასვლაზე ისაუბრა. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გიორგი ახვლედიანმა თავად მიიღო, რადგან არ სურდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტია თავის მართლების რეჟიმში ყოფილიყო. ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ არ სჯერა იმ ბრალდებების, რაც ბოლო პერიოდში გიორგი ახვლედიანის მიმართ გაისმა. 

"რა თქმა უნდა, მისთვისაც და ჩვენთვისაც მძიმე და მოულოდნელი დარტყმა იყო ის ინფორმაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ცილისწამებაა. ჩვენ არავის დაგვიჯერებია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გიორგი ახვლედიანს ფარული კავშირი ჰქონოდა "ქართულ ოცნებასთან," მით უმეტეს, რომ არც ერთ გამოსვლაში კითხვის ნიშანიც კი არ დაუსვამს ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ საუბრის შემდეგ თავად გიორგის მოსაზრება იყო, რაც სწორი და ვაჟკაცური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან,  მან თქვა, რომ ისედაც ძალიან დიდი შემოტევაა ჩვენს პარტიაზე და აღარ უნდოდა, რომ თავად ის ან მისი თანაგუნდელები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თავის მართლების რეჟიმში ვყოფილიყავით ,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ გიორგი ახვლედიანი, ქარტიის მიხედვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას აპირებს.

დღის ამბები