18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების სქემას სთავაზობს

"ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ სხვადასხვა პარტიაც  გამოდის ინიციატივით, სად და კონკრეტულად რომელ ჯგუფს ჰყავდეს მაჟორიტარობის კანდიდატობის წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში.

ოპოზიციას თბილისის 8 ოლქში საერთო მაჟორიტარების დაყენების საკუთარი ფორმულა შესთავაზა "რესპუბლიკურმა პარტიამ", რომლის მიხედვითაც, თბილისში საერთო მაჟორიტარების კვოტები ასე უნდა განაწილდეს: "ნაციონალურ მოძრაობას," "ევროპულ საქართველოსა" და "ლელოს" ჰყავდეს 2-2  წარმომადგენელი, "ლეიბორისტებსა" და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას კი - თითო-თითო.

"გასაგებია, რომ "ევსაქებს" აქვთ პრეტენზია 2 ოლქზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო "ლელოს" განცხადებებში, რომელთაც არათუ არ გამორიცხეს, რეალურად, ირიბად დაადასტურეს თბილისში შეთანხმებებში შესვლის შესაძლებლობა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ "ლელო" იყოს პარტნიორი და არა კონკურენტი. ალეკო ელისაშვილი კონკურენტუნარიანი კანდიდატია, თუმცა თუ მას დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, მისი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამიტომ უნდა გადანაწილდეს,"- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა.

დღის ამბები