18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" დომინაციის მომხრე არ ვარ - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა, რაც დრო გავა, დაეცემა. გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციის კოალიციაში "ნაციონალურ მოძრობას" ან ნებისმიერ რომელიმე ძალას, ცალკე აღებულს უმრავლესობა ვერ ექნება. მისი თქმით, ნებისმიერ ძალას მოუწევს ძალიან სერიოზული კომპრომისები სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, ისევე როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება.

"კორონათი გამოწვეული კონსოლიდაციამ არ უნდა მოატყუოს არავინ, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლები ხედავენ იმას, რომ ჯიუტად და ევროპული საქართველოს მოთხოვნის საპირისპიროდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს მთავრობა არ წევს გადასახადებს დაბლა, არ გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი საპენსიო ფული დაიბრუნოთ, რომ არჩევანი გქონდეთ და ა.შ. ამიტომ, მე მგონია, რომ მათი მხარდაჭერა რაც კვირები გავა, დაეცემა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში იქნება დიდი კონკურენცია. ნაციონალური მოძრაობა რომ ლიდერი იყო, ოპოზიციას შორის, ეს ისედაც ცნობილი იყო. გარწმუნებთ, დინამიკა ისეთია, სხვა ძალებიც, რომლებიც უფრო ახლოს არიან  ჩვენთან პოლიტიკური შეხედულებით, წინა გაიზრდება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიო ორპოლუსიანი ვითარების შექმნა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დროსაც და ახლაც ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა.

"საპრეზიდენტო კიდევ უფრო სპეციფიური იყო, როცა ივანიშვილმა მოახერხა სხვების დახმარებით, მკაფიო ორ პოლუსიანი ვითარების შექმნა. ახლა ამ არჩევნებზე, პროპორციული კომპონენტის ზრდით და მაჟორიტარებზე მრავალფეროვანი კანდიდატების შეთანხებით, ის ამას ვერ მოახერხებს." - აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დომინაციის მომხრე არ არის, თუმცა ეს ამომრჩეველმა უნდ გადაწყვიტოს. 

"ჩვენ იმას ვცდილობთ, რომ ამ კანდიდატებში იყოს არა ერთი ან ორი პარტიის დომინაცია, არამედ მთელი სპექტრის. ჩვენ ხელს ვუწყობთ მრავალფეროვნებას. "ნაციონალური მოძრაობის" დომინაციის მომხრე არ ვარ, რა თქმა უნდა. თუ ამომრჩევლები გადაწყვეტენ ასე, ჩვენ ამას ხელს ვერ შევუწყობთ და ვერც შევუშლით, ეს ამომრჩევლების ნებაა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც გამარჯვების არჩევნებში უმცირებს შანსებს უკონტროლო ხელისუფლების. 120/30-ზე კომპრომისი გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელია შენ მოიპოვო 30%-ით 60% ადგილების, რომც მოიგო 30-ვე ოლქი. თან 30-ვე ოლქის მოგება, თუ პარტიებს შორის ანაწილებ ოლქებს ოპოზიციაში, არის შეუძლებელი. ამიტომ, ვერც "ნაციონალური მოძრაობა," ვერც "ევროპული საქართველო," ვერც რომელიმე სხვა, ორი პარტიაც კი ვერ შეძლებს კოალიციის შექმნას დღევანდელი ვითარებით. ორზე მეტი პარტია იქნება საჭირო კოალიციის შესაქმნელად.“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

 

 

 

დღის ამბები