თბილისში ოპოზიციური რვიანი, თბილისს გარეთ სრული კონკურენცია - ასეთია არჩევნებში გამარჯვების ფორმულა დავით ბერძენიშვილისგან. "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავარი მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერაა.
მისი ხედვით, თბილისის 8 ოლქში ადგილები ასე უნდა გადანაწილდეს - ორ-ორი ადგილი "ერთიან ნაციონალური მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს" და "ლელოს" უნდა ერგოს, თითო-თითო კი "ლეიბორისტებს" და ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობას".
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ეს არის საუკეთესო მოცემულობა იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა შედეგს. მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, ამიტომ ოპოზიციის წევრებმა ერთიანი სტრატეგიით უნდა იმოქმედონ.
"ჩემი შეთავაზება ემყარება შიდა კონსულტაციებს, მე ძალიან ინფორმირებული ვარ, დრაფტი რისი არსებობს. ნაცმოძრაობას 2-ს კი არა სამს არ ეცილებოდა არავინ და ახლა გამოათავისუფლა. ჯობია "ლელო" და ალეკო ელისაშვილი იყოს ოპოზიციაში პარტნიორი სხვებთან ერთად, ვიდრე კონკურენტი. ყველა ვერ დაკმაყოფილდება, "რესპუბლიკელი" ხომ არ შემითავაზებია ამ რვაში და ამიტომ, სხვებმაც ცოტა გაიწ-გამოწიონ. თუ ჩემი შეთავაზების ნაცვლად უკეთესს მოიფიქრებენ, მე ვიქნები კმაყოფილი," - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.