18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აკრიტიკებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს მოსაწვევს უგზავნის და მოუწოდებს, რომ საბჭოს სხდომებს დაესწროს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭოს არცერთ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.

მისივე თქმით, ნინო ქადაგიძის აქტივობები მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან ე.წ. კლანთანაა თანხვედრაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის შერჩევის პროცესსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის დარღვევებით მიმდინარეობს.

"ნინო ქადაგიძის საქმიანობა და მოქმედებები სრულიად თანხვედრაშია ჩინჩალაძის კლანთან და ხელისუფლების ინტერესებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაც ამის დასტურია. ვერ გავიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდეს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და არ მოდიოდეს საბჭოს სხდომებზე. ეს ფაქტობრივად უპრეცენდენტო შემთხვევაა,"- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები