18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
კლინიკების ფინანსურმა კრიზისმა შესაძლოა ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს - "ლელო" ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილების შეჩერებას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ჯანდაცვის სისტემაში შექმნილ ფინანსური კრიზისზე საუბრობს.

"ლელოს" წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო ექიმებს შემოსავლის გარეშე ტოვებს.

"ლელო" მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დროებით შეაჩეროს #520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშაოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის.

"ამ კრიზისის დასაწყისი დაკავშირებულია 520-ე დადგენილებასთან, რომელმაც ფაქტობრივად სერიოზული შემოსავლების გარეშე დატოვა საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებები, კლინიკების ფინანსურმა კრიზისმა შესაძლოა ფართომასშტაბური ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშაოს გეგმა და დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა საბა ბუაძემ.

დღის ამბები