18 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ კონკრეტულ პარტიებს შორის არსებობს შეთანხმება ვაკის ოლქში მისი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "კურიერთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს შეთანხმება ვაკის მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით. რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის შედგა კონსენსუსი, ამას "ახალი საქართველოს" ლიდერი არ აკონკრეტებს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ვაკის ოლქთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, თუ რომელ კანდიდატს ექნება უფრო მეტი მხარდაჭერა.

"ჩემი თვითმიზანი არც დეპუტატობა ყოფილა და არც მაინცდამაინც რომელიმე ოლქში მაჟორიტარობა. სადაც გადაწყვეტს საერთო თანხვედრა პოზიციების, იმის მიხედვით გავაკეთებ.  მე "ახალ საქართველოს" წარმოვადგენ. ეს იყო სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრება.

"ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვაკე სრულიად ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მე მომეცემა შესაძლებობა რომ ვიყო იქ მაჟორიტარი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, 8 მაჟორიტარს შორის მას აუცილებლად ვხედავ. თუმცა, აქაც პოზიციების თანხვედრა იქნება ჩემსა და ელენეს შორის. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას შეთანხმებასთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები