18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" მოუწევს ისევ იყოს ამ პროცესის ლიდერი - რომან კაკულია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" უპირობო ლიდერი იქნება. კაკულია მიიჩნევს, რომ პარტიების წარმატების წინაპირობა მათი იდეები, წარსული და მომავლის ხედვა იქნება და არა კონკრეტული სქემები.

"დადგება დრო, როდესაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ მათი იდეები მიხედვით, მათი წარსულით, მათი რეალური სახით და მომავლის პერსპექტივებით და ასეთ შემთხვევებში, თუ პოლიტიკური ველი ისე დალაგდება, რომ ყველას მიეცემა საშუალება, მაშინ წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული და არა ასეთ სქემებზე. ჩემი აზრით. ამ ეტაპზე, "ქართული ოცნებას" ისევ მოუწევს იყოს ამ პროცესის ლიდერი,"-განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმებას აპირებს.

დღის ამბები