18 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"იმისათვის, რომ შეთანხება სრულად შესრულდეს, აუცილებელია გიორგი რურუას გამოშვება" - ოპოზიციური პარტიები

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირების მცდელობას. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზადყოფნას, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა გამოუცხადონ, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება, რაც მათივე თქმით გიორგი რურუას გათავისუფლებასაც გულისხმობს.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი სპეკულაციას უწოდებს იმ განცხადებებს, თითქოს 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა.

"შეთანხმება ითვალისწინებს ორ კომპონენტს, პირველი - საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორე - პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების გამოშვება. ასეთად, 8 მარტის შეთანხების თანხმადმოაზრებულია გიორგი რურუაც. და შესაბამისად, აბსოლუტურად მიუღებელია ის პროპაგანდა, რომელიც დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" და მით უმეტეს, მიუღებელია სპეკულაციები ამ საკითხზე, თითქოს 8 მარტის შეთანხმება არ ითვალისწინებდა გიორგი რურუას გამოშვებას,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, იმისათვის, რომ შეთანხება სრულად შესრულებულად ჩაითვალოს, გიორგი რურუას გათავისუფლება აუცილებელია. 

"კარგია, რომ ოქრუაშვილი და უგულავა არიან გამოშვებული, მაგრამ იმისათვის, რომ სრულად შესრულდეს ეს შეთანხება, აუცილებელია გიორგი რურუას გამოშვება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ მივიღოთ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ზოგადად, წინასაარჩევნო გარემო გახდეს სტაბილური, გაცილებით უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ ოპოზიცია ერთიანია. 

"8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად, რურუა უნდა გათავისუფლდეს, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. განუხრელი და ერთიანია პოზიცია მთლიანად ოპოზიციური სპექტრის. ნებისმიერი თამაში, პროცესის გაწელვა, ეს არის ცუდი "ქართული ოცნებისთვის", მათ მაინც მოუწევთ ამ შეთანხმების შესრულება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

დღის ამბები