ამ დრომდე უცნობია, რომელი დეპუტატები იქნებიან დედაქალაქში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების კონკურენტები. "ქართული ოცნება" ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, თუ პოლიტიკური ველი ისე დალაგდება, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი რეალური სახის წარმოჩენის საშუალება მიეცემა, წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.
"დგება დრო, როდესაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ მათი იდეების მიხედვით, მათი წარსულით, მათი რეალური სახით და მომავლის პერსპექტივებით და ასეთ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ველი ისეთნაირად დალაგდება, რომ ყველას მიეცემა საშუალება, მაშინ წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული და ასეთ სქემებზე, ჩემი აზრით. ამ ეტაპზე "ქართული ოცნებას" ისევ მოუწევს იყოს ლიდერი ამ პროცესის," - განაცხადა რომან კაკულიამ.