მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში გადაიგზავნა. დოკუმენტს ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები აკრიტიკებენ.
კანონდებლები ამბობენ, რომ მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს, რაც კრიზისის ფონზე აუცილებელი იყო, ასევე, საუბარია აღებული ვალის არამიზნობრივ ათვისებაზეც.
კორექტირებული ბიუჯეტის განხილვისათვის დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მისვლას ითხოვენ.
"მნიშვნელოვანი დეტალები არ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული. პირველი არც მინდა გამოვყო, ეს არის იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც პანდემიამდე დაკარგეს სამსახური, ვერ იღებენ სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას, რადგან არ არიან არც სოციალურად დაუცველები და არც პენსიონერები. მოვითხოვთ, მოვიდეს ფრაქციაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ბიუჯეტის დოკუმენტთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთოს," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა.