18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ვიღებდით უსაფუძვლო პრეტენზიებს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ცდილობდა დაედანაშაულებინა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პრეტენზიები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაჟღერდა, უადგილოა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაა.

"ჩვენ კვირანახევრის განმავლობაში ვიღებდით უსაფუძვლო, უადგილო პრეტენზიებს. რატომღაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ცდილობდა დაედანაშაულებინა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა იმაში, ვითომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვართ. ჩვენი ამოცანა ამ ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაა,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები სულ მცირე თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით გეგმის წარმოდგენას 20 ივნისისთვის გეგმავენ.

დღის ამბები