"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზციონერი კანდიდატები თანაბრად გადანაწილდნენ.
ბოკერია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები ცდილობენ, რომ წინასაარჩევნო ვითარება ორპოლუსიანად წარმოაჩინონ.
"ჩვენი ამოცანაა, რომ 30-დან საგრძნობი რაოდენობა იყოს გადანაწილებული ისე, რომ გამოხატავდეს მთელ სპექტრს. რათა ჩავუხშოთ შესაძლებლობა ივანიშვილსა და მის პროპაგანდის ორგანოებს ამ არჩევნების ორპოლუსიანად დახატვის. რაც არის სიცრუე და არ გამოხატავს რეალურ ვითარებას. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით და ამისკენ მიდის ყველაფერი და "ევროპული საქართველოს" ამოცანა ეს არის, რომ აქ, თბილისში განსაკუთრებით, მთელი სპექტრი იყოს წარმოდგენილი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები სულ მცირე თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით გეგმის წარმოდგენას 20 ივნისისთვის გეგმავენ.