18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს ახსენებს

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობასა და პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს ახსენებს. ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენციაზე გიგი წერეთელმა ისაუბრა. დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად აკვირდებიან.

პანდემიის გამო ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებენ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისათვის დამკვირვებლები ქვეყანაში ჩამოსვლას.

"მინდა შევახსენო საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ძალიან ბევრი ვალდებულება საარჩევნო კანონმდებლობასთან, პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს  აქვს აღებული და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, სხვა შემთხვევაში, ეს, რა თქმა უნდა, აისახება იმ დასკვნაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ შემთხვევაში ეუთო გააკეთებს," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები