პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი ემზარ კვიციანი ხვალიდან საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს. მას ერთ-ერთ ოჯახთან ქონებრივი დავა აქვს და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით აპირებს, სამართლიანობის აღდგენა მოითხოვოს. ის თანამოაზრეებთან ერთად აშშ-ს საელჩოსთან მისვლას გეგმავს.
"მე, თქვენი კოლეგა, პარლამენტარი, 24 საათი თქვენთან ერთად ვარ, ვერ მივაღწიე სამართალს. ბოიკოტს ვაცხადებ და მივდივარ მოსათხოვნად იმ ადამიანების წინ, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, ისე როგორც ოქრუაშვილი გამოაშვებინეს. ორი დამნაშავე გამოაშვებინეს ზეწოლით. დამნაშავე გამოუშვიო რომ გეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან. ამიტომ მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება," - განაცხადა ემზარ კვიციანმა.