18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით გეგმა წარადგინა

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით გეგმა წარადგინა. ვაშაძის თქმით, გადავადებულ სესხებზე, მოსახლეობას პროცენტი უნდა ჩამოეწეროს, შემდგომ ეტაპზე კი კრედიტის პროცენტი უნდა განახევრდეს.

"საბანკო მონოპოლიები, ეს არის მთავარი პრობლემა და თავის ტკივილი, მით უმეტეს კორონაკრიზისის პირობებში, რომლებმაც 3,4 მილიარდი მოიგეს ბოლო 4 წლის მანძილზე და ფაქტობრივად ართმევენ არსებობის ყველანაირ შესაძლებლობას ქართულ ბიზნესს და ქართულ ეკონომიკას. 2 კონკრეტული ინიციატივა რაც გვაქვს - პირველი - 6 თვის მანძილზე გადავადებულ სესხებზე პროცენტი უნდა ჩამოიწეროს და მეორე - შემდგომ ეტაპზე ყველა კრედიტის პროცენტი უნდა განახევრდეს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები