18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
რამდენიმე ათეულ მაჟორიტარ კანდიდატს შორის ერთ-ერთი მეც ვიქნები - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი "ზაალ უდუმაშვილი" "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი იქნება, თუმცა კონკრეტულად სად, ჯერჯერობით, არ ამბობს.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობ"ა თბილისის სამაჟორიტარო ოლქებში მხოლოდ 2 კანდიდატს წარმოადგენს, არის საერთო ოპოზციური გამარჯვებისთვის გადადგმული ნაბიჯი.

"მეც, ნიკა მელია და კიდევ მრავალი ჩვენგანი პარტიიდან, რა თქმა უნდა, მოვიაზრებით კანდიდატებად, თუმცა მე წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელ ოლქში ვიქნები. ჩვენ რომ წინა არჩევნების შედეგებით გვემსჯელა, თავისუფლად შეგვეძლო მოგვეთხოვა 5 ადგილი, თუმცა ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 3 ადგილი იქნება ჩვენთვის ნორმალური. ჩვენმა ბევრმა მხარდამჭერმა ვერ გაიგო რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი. ეს ნაბიჯი ჩვენ არ გადაგვიდგია იმისთვის, რომ გვესიამოვნებინა ოპოზიციური პარტიებისთვის, ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი გამარჯვებისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გამარჯვების ფორმულა დევს სწორედ აქ. ოპოზოციის ერთიანობაში. ძალიან ხშირად ამბობებ ტერმინს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დათმო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი არ დათმო, არამედ გადადგა ნაბიჯი გამარჯვებისკენ. რაც მეტი იქნება ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები წარმოდგენილი ამ საერთო ერთობაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი გადაწყვეტილება იყო განპირობებული იმით, რომ უფრო გაგვეადვილებინა მთლიანად ოპოზიციისთვის შეთანხმება. რაც მეტი ადგილია თავისუფალი, მით უფრო მეტ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია წარმოდგენელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა არის, რომ აბსოლუტურად და მაქსიმალურად მრავალფეროვნად იყოს დაკომპლექტებული ეს თბილისის ოლქები.

ნამდვილად არ ვკეკლუცობ ახლა, მაგრამ არ მინდა წინასწარ გავუსწრო მოვლენებს. ორი დღეა სახელდება კონკრეტული რაიონი, თუმცა მე ვერ დავადასტურებ. მე შემიძლია დავადასტურო მხოლოდ ის, რომ რამდენიმე ათეულ მაჟორიტარ კანდიდატს შორის, მეც ვიქნები ერთ-ერთი. ნიკა მელიაც იქნება აუცილებლად," - განაცხდა ზაალ უდუამაშვილმა

 

დღის ამბები