18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
"ენმ-ის განცხადებამ გარკვეული კითხვები გააჩინა" - გიორგი ვაშაძის თქმით, ადგილებზე და კვოტებზე საუბარი არასწორია

"ახალი საქართველოს" ლიდერმა საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობაზე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანდიდატების შერჩევისას ოპოზიციამ პიროვნულ რეიტინგებზე უნდა გააკეთოს სწორება:

"უნდა შევცვალოთ პროცესი, რომ მაინც და მაინც ერთი პოლიტიკური ძალა კი არაა ხელისუფლებაში,  კოალიციური მმართველობაა და აზრთა ჭიდილია. ჩემთვის მთავარია, რომ მივიღო მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, სადაც ამომრჩეველი განმამწესებს იქ ვიქნები.  მიდის თუნდაც თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით მსჯელობა, ღიად ვიტყვი რომ გარკვეული კითხვები გააჩინა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებამ 2 ადგილთან დაკავშირებით, საერთოდ ვფიქრობ, რომ ადგილებზე არ უნდა იყოს საუბარი, უნდა იყოს პერსონალიებზე, ვის მეტი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, იმიტომ რომ "გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიაში" მოიაზრებოდა 2-ზე მეტი კანდიდატი, როცა ენმ-ამ ეს განცხადება გააკეთა, კითხვები გააჩინა მესამე კანდიდატთან დაკავშირებით. უნდა დავჯდეთ და შევთანხმდეთ, კვლევები ჩავატაროთ, ვის მეტი მხარდაჭერა აქვს, ადგილებზე და კვოტებზე საუბარი არა მგონია სწორი იყოს, იქიდან გამომდინარე რომ ეს ადგილებისთვის ბრძოლად უნდათ გაასაღონ, ეს ასე არ არის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციაში მსჯელობა უნდა გაგრძელდეს საღი გადაწყვეტილების მისაღებად.

დღის ამბები