პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" იმ პრაიმერიზზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც "გირჩის" კანდიდატები შეირჩევა. იაგო ხვიჩიას თქმით, კანდიდატების გამოვლენა 30 ივლისს დასრულდება:
"ჩვენ გუშინ დავიწყეთ პრაიმერიზი, ერთგვარი შემეცნებითი კამპანია სწორი კანდიდატის გამოსავლენად პარტიული სიებისთვის და 30 ივლისს 4 საათსა და 20 წუთზე, რა შედეგიც იქნება "გირჩის" პორტალზე, სადაც მხარდამჭერები მხარს უჭერენ მათთვის სასურველ კანდიდატს. "გირჩის" საკუთარი ციფრული ვალუტის ჯედების (ქართული დოლარის) შესაბამისად, რომელსაც ის ადამიანები იღებენ, რომლებიც "გირჩს" სწირავენ ფულს. ანუ, ჩვენ ბიუჯეტიდან არ ვიღებთ დაფინანსებას, "გირჩი" არც არასდროს აიღებს, შესაბამისად, ამ ადამიანებს შემოწირული თანხის შესაბამისად აქვთ საკუთარი წონები და ადგენენ საკუთარი ათეული იქნება, თუ საპარლამენტო სია. მე ახლა ვცდილობ, თავი მოვაწონო "გირჩის" მხარდამჭერებს, რომელთაც ციფრული ვალუტა აქვთ და მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ ვიქნები "გირჩის" კანდიდატი იმ ადგილზე, რასაც ჩემი მხარდამჭერები მიმითითებენ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.