18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
მინდა საბჭოთა მართლმსაჯულების დანგრევა და ოპოზიციაში ვეძებ თანამოაზრეებს, რომლებიც ამას საჯაროდ დაუჭერენ მხარს - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა პარტიის სტრატეგიაზე, რომელიც მისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხის გარშემო თანამოაზრეების შემოკრებას გულისხმობს.

იაგო ხვიჩიამ მაგალითად მოიყვანა საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა, რომელთან დაკავშირებითაც, მისი სიტყვებით, "გირჩმა" ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან შეთანხმებას მიაღწია. 

"ჩვენ გვაქვს ქვეყნის განვითარების ხედვა და ამის მიღწევა გვინდა. კანდიდატებს არ ვაყენებთ იმის გამოც, რომ არ გვეყოფა ძალა იმისთვის, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად პარლამენტში უმრავლესობაში მოვიდეთ. ამიტომ, ავირჩიეთ ტაქტიკა, სადაც გვინდა დაველაპარაკოთ მომავალ თანამოაზრეებს კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. მაგალითად, მე მაინტერესებს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა. ამავდროულად, ჩემი ამომრჩევლებიც, რომლებიც ძალიან სპეციფიკური ადამიანები არიან, აკვირდებიან ჩემს ყველა ნაბიჯს და მათ შორის იმას, რისი მიხედვით გამოვხატავ სიმპათიებს ჩემი კოლეგების მიმართ. მე ვეძებ თანამოაზრეებს. ვინაიდან ის ადამიანები, ვინც ლეიბორისტული პარტიის ოფისში დავდიოდით ვართ ის ხალხი, რომლებიც, დიდი ალბათობით, ვიქნებით საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ვიქნებით იმ პულტებთან გადაწყვეტილების მიმღები ხალხი, ვეძებ თანამოაზრეებს კონკრეტულად იმაში, რაც მგონია, რომ დაშლის საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემას. ჩვენ დავიწყეთ ამაზე შეთანხმება, პარტიათა დიდ ნაწილთან შეთანხმება მიღწეული გვაქვს. ვაპირებთ ამის გაგრძელებას, მაგალითად, "ლელოსთან" არ მიგვიღწევია და ვაპირებ, რომ ამ თემაზე ბატონ ბადრისთან, ბატონ მამუკასთან და ბატონ უსუფაშვილთან დავილაპარაკო. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო საბჭოთა მართლმსაჯულების დარღვევის ხალხს, რომლებიც თავად იდევნებიან ამ სისტემის მიერ. მე უნდა დავარწმუნო, რომ საჯაროდ ილაპარაკონ, მინდა, რომ ეს იყოს საჯარო დისკუსიის საგანი, პოლიციის შერიფების არჩევითობის საკითხი მინდა დავაყენო და თუ ისინი ამაზე საჯაროდ დამთანხმდებიან და საჯარო დისკუსიის საგანი გახდება, მე არ ვიყრი კენჭს მაგ ნაწილში, ჩემი წარმომადგენლები, ვინც იქნებიან საკითხში, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, მზად ვარ გვერდზე გადავდო განსხვავებები და მხარი დავუჭირო ადამიანებს, როგორც ზურა ჯაფარიძემ ელენეს შემთხვევაში გააკეთა, უბრალოდ მინდა, რომ ელენემ ჩემი მხარდამჭერების წინაშე თვითონ ილაპარაკოს მართლმსაჯულების სისტემის მისეულ ხედვაზე,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ცდილობს. 

დღის ამბები