18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
200 "ნაციონალის" შეკრება არაა პრობლემა არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით - ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

"200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, შეგვიძლია, ყველა სათითაოდ დავთვალოთ," - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებას და დაგეგმილ აქციაში პრობლემას ვერ ხედავს.

"კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა, აქ დამატებით მთავარი არის რა, რომ 200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეუძლიათ შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 "ნაციონალი", ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ალბათ გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები