18 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ხელისუფლებას გველნაკბენივით ეშინია 20 ივნისის მოახლოების - ზაალ უდუმაშვილი

ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ 20 ივნისს 200 "ნაციონალის" შეკრება არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით პრობლემა არაა, უპასუხეს ოპოზიციაშიც. ზაალ უდუმაშვილი მმართველ გუნდს ურჩევს, რომ ცინიკურ განცხადებებს თავი დაანებონ და ქვეყანას მიხედონ:

"ხელისუფლებას ახლა გველნაკბენივით ეშინია 20 ივნისის მოახლოების იმიტომ, რომ ეს ის თარიღია, რომელსაც ვერაფრით ვერ ჩამოირეცხავს იმ სისხლიან ლაქას ვერც გახარია, ვერც ივანიშვილი და ვერც მთლიანად ქართული ოცნება. ახლა ცინიკურ განცხადებებს, ჯობია ქვეყანას მიხედონ და რამდენი ადამიანი გამოვა, რა ფორმით გამოვა, როგორ დადგებიან და ეს იქნება პარტიული აქტივი თუ ის ადამიანები, ვინც მართლაც დაზარალდნენ 20 ივნისს, ამას გვანახებს 20 ივნისი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები