"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში დადებითად აფასებს პარლამენტის სპიკერატში წევრთა 4-მდე შემცირებას. თუმცა, საია პარლამენტს მოუწოდებს თავმჯდომარის 1-ლი და მე-3 მოადგილეების თანამდებობები ოპოზიციისთვის განსაზღვროს. საია, ასევე, მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ერთამდე შემცირდება კომიტეტის თავმჯდომარეთა მოადგილეების რაოდენობა, ხოლო თავმჯდომარე და მოადგილე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიებს წარმოადგენენ.
ასევე, საკომიტეტო და პლენარული სხდომის საზედამხედველო ფუნქციების გასაუმჯობესებლად საია პარლამენტს კომპლექსური ცვლილებებს სთავაზობს. ინტერპელაციისა და კომიტეტის სხდომაზე პირის დაბარების ამჟამად მოქმედ რეგლამენტს ახალგაზრდა იურისტები ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევენ.
"რეგლამენტის ცვლილებები დროულია, თუმცა, მოკრძალებული. უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ გაძლიერდეს ოპოზიციის როლი და საპარლამენტო კონტროლი. ჩვენ დღეს პარლამენტს შევთავაზეთ რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვეული საპარლამენტო თანამდებობის ოპოზიციისთვის დათმობა, კომიტეტის თავმჯდომარეების გარკვეული ნაწილის, მათი მოადგილეების. რეკომენდაციები მიმართულია იქეთკენ, რომ გაუმჯობესდეს უკვე არსებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და დაემატოს ახალი მექანიზმი, როგორიცაა სამთავრობო საათი,"-განაცხადა საიას დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ.