18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია - ლინას ლინკევიჩუსი

ევროპელი პარტნიორები მმართველ პარტიას რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება. როგორც ლინკევიჩუსი წერს, ის პირადად ესაუბრა დავით ზალკალიანს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას.

"სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან. კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზი გავუსვი, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია," - წერს ლინკევიჩუსი.

დღის ამბები