18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
მერია მეტროს ახალი ვაგონების შეძენას გეგმავს - მერის თქმით, იცვლება ელექტროგაყვანილობა და სავენტილაციო სისტემა

თბილისის მერის განცხადებით, მეტროს ელექტროსისტემის შეცვლა აქტიურად მიმდინარეობს და იცვლება როგორც ძალოვანი კაბელები, ასევე ხდება გამანიავებელი სისტემის მთლიანი განახლება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

"რაც მეტრო ფუნქციონირებს, მას შემდეგ ძალოვანი კაბელების და ელექტროსისტემის ცვლილება საერთოდ არ მომხდარა. გასულ წელს დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, დაახლოებით 500 მდე კმ-ს ძალოვანი კაბელების ცვლილება მოხდება. დაიწყო გასული წლის ზაფხულში და წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება არის 15 მილიონი. სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი ასრულებს, სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობდა. დღეის მდგომარეობით, დამონტაჟებულია 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი, მიმდინარეობს ქვესადგურში  კაბელების მიერთება, რომელიც 5 მეტროსადგურში უკვე დასრულებულია. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა გამნიავებელი სისტემის მთლიანი ცვლილება. აგრეგატები, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო დადგმული იყო უმძიმეს მდგომარეობაში. 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია, 30-დან 12 უკვე დამონტაჟებულია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მეტროში უსაფრთხოება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება ყოველდღიურ რეჟიმში,"- განაცხადა კახა კალაძემ,

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების განახლებაც და მერია ახალი ვაგონების შეძენასაც გეგმავს.

დღის ამბები