18 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა - კახა კალაძე

თბილისის მერის თქმით, დედაენის ბაღისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია-განახლება ხდება. ამასთან, იზრდება მწვანე სივრცეები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სავაჭრო სივრცეები მხატვრებისთვის. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"იქნება ცივილიზებული და ნორმალური პირობები," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე გაკეთდება ახალი სკეიტპარკი, მოძველებული პარკის ადგილზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

კალაძის თქმით, რეკრეაციული ზონა მოეწყობა მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფზე.

"ამ გზაგამყოფზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე, ხემცენარეებით, სარწყავი სისტემებით, ველობილიკი, ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონები იქნება განთავსებული. ეს სივრცე დაახლოებით 2 კილომეტრზე მეტია და მთლიანად იქნება მოწესრიგებული," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები