პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში იქნება თუ არა, წარმოდგენა არ აქვს და ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს.
გახარიას თქმით, ახლა ორიენტირებულია კონკრეტულ საქმეებზე.
"არ მივდივარ არსად, აგერ ვარ. ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ხალხნო, ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. ესენია პანდემია, ეკონომიკური კრიზისი. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიებზე. ჯერ ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხები საოპერაციო დონეზე გვაქვს გასაკეთებელი. საეროდ არც გვიფიქრია ამაზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.