პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი სერიოზული სისტემური ნამუშევარია, რომელზეც მთავრობა პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია პანდემიის მეორე ტალღის შესაძლებლობა.
"სამწუხაროა ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიასივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი, როგორც ასეთი, გაქრა, არის მხოლოდ და მხოლოდ "ფეიკი" და პროპაგანდა. რეალურად, ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის ახალი ვერსია, რომელიც შეიტანა მთავრობამ, არაფერი არ დაურღვევია, რეგლამენტის შესაბამისად, ზუსტად საათების მიხედვით იყო ყველაფერი გაკეთებული. არის უკიდურესად სერიოზული სისტემური ნამუშევარი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით.
ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს ბევრ ისეთ რაღაცას, როგორიც არის მეორე ტალღის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და სახელმწიფო იმ მდგომარეობაში, რომ თუ მაგალითად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შემოდგომისას გაუარესდა, კიდევ ერთი დაკორექტირებული ბიუჯეტი შევიტანოთ. ამიტომ ამ ბიუჯეტზე მუშაობა არ იყო მარტივი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.