პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა ტურისტები "მწვანე რეგიონებიდან" მიიღოს, თუმცა როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, ვირუსი იმპორტირების რისკი კვლავ მაღალია და მთავრობა ამ რისკების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს.
პრემიერმა დაასახელა რამდენიმე ქვეყანა, რომელთანაც საქართველო ტურიზმის ნაწილში თანამშრომლობას აქტიურად აწარმოებს.
"ჩვენ ვართ კოვიდისგან სუფთა ქვეყანა. ვისწავლეთ და ვმართავთ ინფექციის განვითარებას. ვისწავლეთ მისი მკურნალობა. მისი გავრცელების რისკების შეფასება და აქ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს მიღწევები, მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონივრული და უკიდურესად ფრთხილი. ერთბაშად მოხსნა არაფრის არ იქნება. კარგი მაგალითია ის, რაც ჩვენ გავიარეთ ისრაელთან.
ყველაფერი მზად არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში გართულდა ისრაელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა გადავდოთ და დაველოდოთ, სანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისრაელშიც დასტაბილურდება.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან. თუმცა, იქ არის ახლა შიდა ევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილებებიც იქნება უახლოეს პერიოდში მიღებული, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება. ის, რაც შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ამასთან ერთად გეტყვით, რომ საქართველო იქნება ყველაზე მწვანე ქვეყანა," - განაცხადა გიორგი გახარიამ