საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ "დღის კურიერის" ეთერში STOPCOVID-ის ფონდის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ოპოზიცია სიმბოლურ ფონდს უწოდებს და აცხადებს, რომ ფონდში არსებულ ფულს ხელისუფლება წინასაარჩევნო საჭიროებებისთვის გამოიყენებს.
"ამ ფონდში აკუმულირებულია 133, 6 მილიონი ლარი, თუ არ მეშლება, ეს არის სპეციალური მუხლით განთავსებული საერთო სახელმწიფოებრივ გადასახდელებში და ამ თანხების განკარგვას დაჭირდება მთავრობის სპეციალური დადგენილება. როგორც სარეზერვო ფონდები ისე იქნება გამოყენებული. მაგალითად თუ ვინმე კომპენსაციის გარეშე დარჩა, ვთქვათ დაგვჭირდა ტესტების დამატებით შესყიდვა, დამატებითი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა და ა.შ." - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.