უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქალაქ ხმელნიცკში კაფეში ყოფნისას კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმეს - ამის შესახებ პრეზიდენტმა თავად განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა 3 ივნისს ფოტო გაავრცელა, რომელზეც კაფეში ერთ მაგიდასთან მსხდარი ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ჩანან.
კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში სარესტორნო მომსახურება დახურულ სივრცეში 5 ივნისამდე აკრძალული იყო და შესაბამისად, 3 ივნისისთვის ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩებოდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, თუ წესები დაარღვია, მზად არის ჯარიმა გადაიხადოს.