18 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
რამდენიმე შემთხვევის დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია შემოვკრათ განგაშის ზარს - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შეზღუდვების გახსნის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის გარკვეული მოლოდინები არსებობდა.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თუმცა მისივე თქმით, ვინაიდან რამდენიმე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ეს განგაშის ნიშნად უნდა მივიღოთ.   

"ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ გარკვეული გამოვლინებები ვირუსისა გახსნის ღონისძიებებს მოჰყვებოდა, მაგრამ ის, რასაც ვხედავთ, რომ რამდენიმე შემთხვევის დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს და დღესვე გითხრათ, რომ ვიყოთ ფრთხილად და ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება დაინფიცირების წყარო. ამიტომ პრემიერ-მინისტრმაც თქვა დღეს დილით - 6 ახალი შემთხვევა, როგორც რიცხვი კი არ არის საგანგაშო, არამედ საგანგაშო არის ის, რომ არაერთი მათგანის შემთხვევაში ჩვენ ჯერჯერობით ვერ მივაგენით იმ პირველწყაროს, საიდანაც ეს ადამიანები არიან დაავადებულები," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები