სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან დააანონსა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული, საქართველოს საგარეო უწყებაში ეხმაურებიან. უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩს დაიბარებენ, ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა:
"არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. შეგვიძლია სიტყვა-სიტყვით გავშიფროთ მისი გამონათქვამი და მე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან და ამის შესახებ გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა ჩვენ ელჩს დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა და კიდევ ერთხელ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნის ჩარევა სხვა ქვეყნის, მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში.