18 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი სხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - სალომე სამადაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აზრის გამოთქმად აფასებს და აცხადებს, რომ ამის უფლება ყველას აქვს. სამადაშვილის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური მასშტაბიდან გამომდინარე მისი აზრი ანგარიშგასაწევია მილიონობით ადამიანისთვის რეგიონში:

"ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი სხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მე შემიძლია დღეს შეფასება გავაკეთო პოლიტიკურ პროცესზე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და ძალიან დიდი განსხვავებაა აზრის გამოთქმასა და უშუალოდ საარჩევნო აქტივობებში მონაწილეობას შორის. მისი აზრი არის ანგარიშგასაწევი არა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, არამედ უამრავი, ასობით ათასი ადამიანისთვის და ალბათ მილიონობით ადამიანისთვის რეგიონში, მისი პოლიტიკური მასშტაბიდან გამომდინარე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები