18 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ქვეყანაზე ზრუნვას ვერავინ ვერასოდეს აუკრძაკლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს - ზაალ უდუმაშვილი

საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ნაციონალური მოძრაობაში გამოეხმაურნენ. ზაალ უდუმაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეყნის მხარდაჭერას და საქართველოზე ზრუნვას ვერავინ აუკრძალავს:

"ამ ქვეყნის მხარდაჭერა და ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება და მოვალეობაა და მით უმეტეს ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს ვერასოდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.მან კონკრეტული რჩევები მისცა საქართველოს მოსახლეობას და ის ყოველთვის იქნება იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს უკეთესი მომავალი და საქართველოს ხვალინდელი დღე ჰქვია," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები