18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ანა დოლიძემ ექსპერტებთან ერთად ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხი განიხილა

ანა დოლიძე ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში "რეფორმების ლაბის" ფარგლებში გაიმართა, სადაც უსაფრთხოების თემაზე ისაუბრეს.

"მოძრაობამ "ხალხისთვის" დაიწყო ჯერჯერობით მოძრაობებისა და პარტიებისთვის უპრეცენდენტო პროცესი. ჩვენი მოძრაობის ხედვაა "ჩვენ ვიმუშავებთ ხალხთან ერთად", არა განცალკევებულად სადმე ჩვენთვის. შესაბამისად ექსპერტების აზრი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სფეროში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მოვედით იმისთვის, რომ მივიღოთ კონსულტაცია და ექსპერტული მოსაზრებები იმ ჯგუფისგან, რომელსაც აქვს უკვე კარგად დამკვიდრებული რეპუტაცია,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიას განცხადებით, ისინი სთავაზობენ პროდასავლურ პარტიებს კონკრეტულ ფორმატს იმისთვის, რომ მოხდეს გააზრებული მსჯელობა ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რის შედეგადაც უკვე უნდა შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა პარტიებისთვის.

"რამდენადაც ეროვნული უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნდამენტი და ჩვენ გვაქვს ამდენი გამოწვევები, ჩვენ ვთავაზობთ ფორმატს პროდასავლურ პარტიებს იმისთვის, რომ მოხდეს მსჯელობა გააზრებული ეროვნულ უსაფრთხოებაზე და შესაბამისად ამ მსჯელობის შედეგად უკვე შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა პარტიებისთვის, იმისთვის, რომ არსებობდეს ეროვნულ უსაფრთხოებაზე კონსენსუსი და ის პრიორიტეტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნისთვის, ამაზე ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა," - აცხადებს ექსპერტი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები